დონალდ ტრამპის წასვლა შეცვლის გეოპოლიტიკას. კლიმატის კრიზისი და კოვიდი გავლენას მოახდენს ყველა ქვეყანაზე, ზოგი კი განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დადგება და დგას კიდეც. იმედისა და შიშის კოლაბორაცია მსოფლიოს უმეტეს ნაწილში 2021 წლის დაწყებას ახლავდა თან. მეცნიერებმა შექმნეს დაავადების რამოდენიმე ვაქცინა, რომელსაც შარშან სახელიც კი არ ჰქონდა. მაგრამ მრავალი ქვეყანა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი და აშშ, კვლავ დგას პანდემიის ყველაზე სასიკვდილო პერიოდის წინაშე.
კოვიდი 19 თვეების განმავლობაში, უფრო მდიდარ ქვეყნებშიც კი, არ დაიწყებს გაქრობას. ბრიტანეთმა პირველმა დაამტკიცა ვაქცინა და უზრუნველყო ფართო მომარაგება, მაგრამ ბორის ჯონსონის ვარაუდი, რომ აღდგომისთვის შესაძლოა ცხოვრება ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს, ზედმეტად ოპტიმისტურად გამოიყურება. სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით სამხრეთით, დიდი ხნით ლოდინი მოუწევთ ვაქცინების მისაღებად, მაგრამ არსებობს იმედი, რომ კოვიდის მიერ დანგრეული ეკონომიკის აღდგენა ნელა-ნელა მოხდება. გასათვალისწინებელია, რომ როდესაც უშუალოდ ეს საფრთხე დასრულდება, მსოფლიო სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებს წააწყდება. ალბათ ყველაზე გადაუდებელი - თუმცა პოლიტიკოსები ამას ყოველთვის ვერ ხედავენ - კლიმატის კრიზისია. ხანძარმა და ექსტრემალურმა ამინდმა ყურადღება გაგვამახვილებინა დათბობაზე.
ნოემბერში, მსოფლიო ლიდერები, გლაზგოში, ძირითადი სამიტისთვის უნდა შეხვდნონ. ეს შეხვედრა შარშან ერთი წლით გადაიდო პანდემიის გამო. მათთვის მნიშვნელოვანი დავალებაა ახალი ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმება, კორონა ვირუსთანა და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით.
ჯო ბაიდენმა წამოაყენა თავისი პირველი დაპირება, რომ დაამარცხებს კოვიდს. მან ასევე უნდა გაითვალისწინოს, თუ როგორ უნდა აღადგინოს საკუთარი ქვეყნის რეპუტაცია საზღვარგარეთ, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის აგრესიულმა პროექტმა "ამერიკა პირველი" გამოიწვია, მან უკან დახია საერთაშორისო ვალდებულებები და შეუტია მრავალმხრივ ინსტიტუტებს, როგორიცაა ნატო. ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პეკინთან კავშირებს, რომლებიც ტრამპის დროს სწრაფად გაუარესდა.
ჩინეთი უკვე დაუბრუნდა ზრდას და დეკემბრის ბოლოს ევროკავშირთან სავაჭრო გარიგება ახსენებს მსოფლიოს იმას, თუ რამდენად მიმზიდველი რჩება მისი ეკონომიკა გლობალური ინვესტორებისთვის. მაგრამ ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს უკმაყოფილება ჩინეთის მიერ პანდემიის საწყისი დღეების გამო და აშკარაა, რომ არ სურს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების უფლების გაცემა კოვიდ -19-ის წარმოშობის შესახებ.
ტრამპმა, მისი ვადის ბოლოს, გაატარა პოლიტიკა და მკაცრი პოზიცია დაიკავა პეკინის წინააღმდეგ სავაჭრო და დიპლომატიურ საკითხებში, ტაივანის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის ჩათვლით. სავარაუდოდ, ბაიდენი შეეცდება აირჩიოს ნაკლებად დაპირისპირებული მიდგომა.
შეერთებული შტატები: რეალობაში დაბრუნება?
მას აშშ-ის ნებისმიერ პრეზიდენტთან შედარებით, ყველაზე საშიში და გადატვირთული პრობლემები ექნება გადასაჭრელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
კორონავირუსის პანდემიამ 346 000-ზე მეტი ამერიკელი იმსხვერპლა. ქვეყანა უმუშევრობას ებრძვის, რასობრივი სამართლიანობის მოთხოვნები უფრო აქტუალურია. რუსეთი ეჭვმიტანილია აშშ-ის მთავრობაზე ყველაზე დიდ კიბერ შეტევაში, რაც აქამდე მომხდარა. ამერიკა დაყოფილია, მისი მყიფე დემოკრატია საჭიროებს განახლებას. კლიმატის კრიზისი ლიდერობს.
ბაიდენმა, რომელიც 78 წლის ასაკში აშშ-ის ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტია, ნათლად აღნიშნა, რომ კოვიდ 19-ის შერბილება N1 პრიორიტეტია. მაგრამ ბაიდენმა ცოტა ხნის წინ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში "ყველაზე ბნელი დღეები" ჯერ კიდევ წინ ელოდებათ და არა უკან.
ბაიდენის გამოწვევებს შორის არიან ის ადამიანები, ვინც შიშობენ, რომ ვაქცინა არ არის უსაფრთხო, და ასევე შეთქმულების თეორეტიკოსები, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ უნდობლობის დათესვა. მართლაც, ამერიკაში დეზინფორმაციები პანდემიის შესახებ, შეიძლება კიდევ უფრო გადამდები აღმოჩნდეს, ვიდრე კორონავირუსი.
ევროპა: ფრთხილად ქმედება
წელს, ანგელა მერკელის წასვლა გერმანიის პოლიტიკიდან დომინირებს. 2021 წელი ევროპისთვის უფრო ადვილი წელი უნდა იყოს, მაგრამ საკუთარი შიდა სირთულეები, გლობალურ გეოპოლიტიკურ მოვლენებთან ერთად გაგრძელდება, რომლებიც დიდი ხნის წინ უძღოდა 2020 წლის კრიზისს, როგორც ჩანს, ეს წელიწადი ბლოკის მოლაპარაკებასაც რთულს გახდის.
გაყოფა, დასავლეთის მრავალ ქვეყანასა და პოლონეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის, კიდევ უფრო ფართოვდება. 2020 წლის დაპირისპირება ბრიუსელის მცდელობებზე, ევროკავშირის ბიუჯეტი დააკმაყოფილოს კანონის უზენაესობის დაცვით, ღრმა კულტურულ უთანხმოებებს აყალიბებს, როგორიცაა საემიგრაციო და ლიბერალური ღირებულებები.
საზღვარგარეთ გახედვისას, ურთიერთობები ორ უფრო მკაცრ მეზობელთან, რუსეთთან და თურქეთთან, არც ისე გამარტივდება, არც ვლადიმერ პუტინი და არც რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ აპირებენ შეარბილონ თავიანთი პოზიცია ევროკავშირის წინააღმდეგ.
უგანდის პრეზიდენტობის კანდიდატი ბობი ვაინი და მისი ქალიშვილი სუბი კამპალაში, საკუთარ სახლში.
აფრიკა: ახალი ხმები
წლის პირველი ნახევრიდან გამომდინარე აფრიკაში 2021 წელი ინტენსიური პოლიტიკისა და ხმაურიანი პროტესტის წელი იქნება, რადგან კონტინენტის მასშტაბით ახალგაზრდებისა და უკმაყოფილოების ახალი ხმები ჩნდება, ახალი ლიდერები ცდილობენ თავის დამკვიდრებას,შედარებით გამოცდილი ლიდერები კი ცდილობენ დაეყრდნონ ძალაუფლებას.
არის სხვა უზარმაზარი პრობლემები - კოვიდის დამანგრეველი გავლენა ეკონომიკებზე, მზარდი დაუცველობა მრავალ რეგიონში და გარემოსდაცვითი კრიზისი - ასობით მილიონი ახალგაზრდა დიდ კითხვის ნიშანს უსვამს თავის მომავალს.
მრავალი ანალიტიკოსი მიიჩნევდა, რომ 2020 წელი დემოკრატიის აფეთქება იქნებოდა აფრიკაში, როდესაც ქვეყნები, ტანზანიიდან გვინეამდე იყენებდნენ უსაფრთხოების სერვისების, ახალ კანონებს იღებდნენ განსხვავებული აზრის მისაღწევად და დემოკრატიული ქვეყნების ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ წელს ეს ტაქტიკა ვერ ახშობს ვოკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს. ამ ყველა პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს რეპრესიების ახალი პერიოდი.
წლის ბოლოს, სავარაუდოდ, ეთიოპიაში ახალი პარლამენტის არჩევნები ჩატარდება. აქ, კონტინენტის მეორე ყველაზე დასახლებულ სახელმწიფოში, სხვა დინამიკაა. პრემიერ-მინისტრი აბი აჰმედი წარმოადგენს იმ ახალ თაობას, რომელიც პერსპექტივით არის სავსე. ნობელის პრემიის 44 წლის ლაურეატი სათავეში ჩაუდგა ახალ მოძრაობას მოძველებული მმართველების გვერდის ავლით, რომლებიც 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ და რეფორმებს ატარებდნენ.
ჩინეთი: თამაშში დაბრუნება
ჩინეთი იწყებს სოციალურ და ეკონომიკურ ზრუნვას პანდემიის შემდეგ, მაგრამ გაღარიბებული საერთაშორისო ურთიერთობებით. 2020 ცუდად დაიწყო, პეკინის მცდელობამ, დაემალა კორონავირუსის აფეთქების საფრთხე, საკმაოდ შეარყია ჩინეთის რეპუტაცია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ემზადება საგამოძიებო ჯგუფის გასაგზავნად ვუჰანში.
მტკიცებულებები იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობა გააგრძელებს სინგაპურში და ტიბეტში არსებულ ეთნიკურ უმცირესობებზე ავტორიტარულ და სასაზღვრო ზონებში ექსპანსიონისტურ საქმიანობას. სავარაუდოდ, უამრავი ადამიანი დატოვებს ჰონგ კონგს, დიდ ბრიტანეთში, ევროპაში, ავსტრალიასა და მიმდებარე ტაივანში, სადაც საკმაოდ ბევრი უკვე გაიქცა. ასეულობით ადამიანი, რომლებიც გაქცევის მცდელობისას დაიჭირეს, გაასამართლეს.
რეგიონალური მეზობლები თვალყურს ადევნებენ სამხედრო ძალების დაგროვებას და სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო კუნძულებთანა და ტაივანთან დაკავშირებულ შესაძლო საფრთხეებს. ადგილი არ ჰქონია დიპლომატიური და სავაჭრო დავების მოგვარებას ავსტრალიასთან, დიდ ბრიტანეთთან, კანადასა და აშშ-სთან. ბაიდენი პირობას დებს, რომ მკაცრი იქნება ჩინეთთან მიმართებაში, თუმცა ტრამპის არაპროგნოზირებადი და საჯაროდ მტრული დიპლომატიის გარეშე.
ისრაელი: ბიბი მაშველია?
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ითხოვს ახალი კანონის მიღებას, რომელიც საშუალებას მისცემს ლიდერის პირდაპირ არჩევას, ქვეყნის ორწლიანი პოლიტიკის ჩიხში შესაყვანად.
წინადადებამ შეიძლება უზრუნველყოს ბენჯამინ ნეთანიაჰუს პრემიერ-მინისტრობის კიდევ ერთი ვადა მას შემდეგ, რაც მან და მისმა რელიგიურმა და ნაციონალისტმა მოკავშირეებმა ვერ მიიღეს მკაფიო უმრავლესობა 23 მარტის არჩევნებში. ეს ასევე საშუალებას მისცემს მას დარჩეს ხელისუფლებაში.
71 წლის პრემიერ-მინისტრმა, ბენჯამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც ისრაელის პოლიტიკაში დომინირებდა 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან, მოახერხა მეტოქეების კიდევ ერთხელ დაბლოკვა მისი ადგილის დაკავებისგან.
ნაფტალი ბენეტი, მემარჯვენეების ყოფილი ლიდერი ისრაელის განსახლების მოძრაობაში, რომელიც მუშაობდა ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით მთავრობებში, ხელმძღვანელობს იამინის პარტიას და ცდილობს გახდეს შემდეგი პრემიერ-მინისტრი.
ავიგდორ ლიბერმანი, რომელიც ოდესღაც ნეთანიაჰუს ლეიტენანტი და თავისი არაბული შეხედულებებით იყო ცნობილი, ასევე ისრაელის ლიდერის ტახტიდან ჩამოგდებას ცდილობს, მას "King Bibi"-ს უწოდებენ.
რაც დარწმუნებით ცნობილია, ის არის, რომ ვინც ისრაელის მომავალ მთავრობას ჩაუდგება სათავეში, ის გააგრძელებს მკაცრ პოზიციას ოკუპაციასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია განახლებული მოლაპარაკებების პერსპექტივას გვთავაზობს.
ნეთანიაჰუს რეპუტაციამ შესაძლოა კიდევ უფრო განიცადოს მარცხი, მას ემუქრება ცალკე სამი საქმე, რომლებიც მოიცავს მოსყიდვისა და თაღლითობის ბრალდებას, კორუფციასთან ერთად.
რუსეთი: ოპოზიციის გაყინვა
წელს ვლადიმერ პუტინსა და ოპოზიციის ლიდერს ალექსეი ნავალნს შორის დაპირისპირება მოხდა. მთავრობა ნავალნის ემუქრებოდა ციხით, დაბრუნების შემთხვევაში. ნავალნი აგვისტოდან ევროპაში იმყოფებოდა, რადგან გაიქცა მისი მოწამვლის მცდელობის შემდეგ, რაც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის FSB-ის მიერ იყო მოწყობილი. პუტინს, სავარაუდოდ, სურს ნავალნის დასჯა FSB ჰიტ რაზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო, მათ შორის ერთ-ერთი აგენტის შესახებ ფირზე ჩაწერა მოიაზრება. 2020 წლის ბოლო დღეებში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაადანაშაულა თაღლითობაში.
პუტინმა ნავალნი დააპატიმრა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო კი "საავადმყოფოში" გადაიყვანა. ნავალნის გუნდმა არ დააკმაყოფილა პრეტენზია, რომ ნავალნი ახლა საავადმყოფოშია მოთავსებული და ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის გამომძიებელმა მარია პევჩიხიმ თქვა, რომ სინამდვილეში ის უბრალოდ სხვა ციხეში გადაიყვანეს, სადაც ის სათანადო მკურნალობას არ მიიღებს. მათი თქმით, დაწესებულება ძირითადად ტუბერკულოზით დაავადებულთათვის გამოიყენება.
ონლაინ გამოძიება რუსეთში, საშინაო პოლიტიკაზე, პუტინის კონტროლის ბზარი იყო. საგამოძიებო ინფორმაციით, რომელიც Proekt-ის ახალმა ინტერნეტ გამოცემამ გამოიძია არის ის, რომ პუტინს ჰყავდა ფარული შვილი საყვარელთან და იგი სოჭიდან ფარულად მუშაობდა. სხვა საშუალებების, მაგალითად iStories-ის მტკიცებით, პუტინის ყოფილმა სიძემ შეიძინა 380 მილიონ დოლარიანი აქციები, მხოლოდ 100 დოლარად, პუტინის ქალიშვილზე დაქორწინებიდან მალევე. ახლა მთავრობა მიზნად ისახავს ამ ტიპის რეპორტაჟებს და მათ უკან მდგომ ჟურნალისტებს. დეკემბრის ბოლოს, სათათბირომ სწრაფად მიიღო ახალი კანონები, რომლითაც მარეგულირებლებს საშუალებას მისცემენ დაბლოკონ YouTube და სხვა უცხოური სოციალური მედია საშუალებები და დასაჯონ ის მედიები, რომლებიც აკეთებდნენ "ცილისმწამებლურ" კომენტარებს.
გლობალური კლიმატის ცვლილებებმა დიდი ზიანი მიაყენა რუსეთს, ციმბირისა და არქტიკის რეგიონებში გასულ წელს, რადგან ტემპერატურის მატებამ ტყეების ხანძარი გამოიწვია. ამ რეგიონებში ტემპერატურა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე დედამიწის სხვა ნებისმიერ ადგილას. ივნისში, შორეულ ქალაქ ვერხოიანსკში დაფიქსირდა 38 გრადუსი ცელსიუსით ტემპერატურა, რაც ყველაზე მაღალია ოდესმე დაფიქსირებულ ტემპერატურებთან შედარებით არქტიკული წრის ფარგლებში. კლიმატის ცვლილების სერიოზული გავლენა რუსეთზე აღარ არის შორეული: ის გადაუდებელ პრობლემად იქცა მოსკოვისა და მთლიანად რუსეთისთვის.
ავტორი: ვასიკო ზუმბაძე
Comments