top of page
Writer's pictureWeekly Brief

თვითმკვლელობით ,,გამოსყიდული დანაშაული"-14 წლის გოგონას თვითმკვლელობის საქმე




2021 წლის 9 თებერვალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგონამ სექსუალური ძალადობის შემდეგ თავი ჩამოიხრჩო.მომდევნო დღეს, გოგონას გარდაცვალების საქმეზე გამოძიებამ 23 წლის პირი დააკავა,რომელსაც პროკურატურამ ბრალდება ორი მუხლით წარუდგინა. ესენია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლისპირველი ნაწილი (სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვისწინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში, (ორი ეპიზოდი)) და 115-ემუხლი (თვითმკვლელობამდე მიყვანა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდეთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გოგონა მე-9 კლასის მოსწავლე იყო, მას უფროსი და-ძმა ჰყავდა. სანამ დაოჯახდებოდა და საცხოვრებლად მეუღლის სახლში გადავიდოდა, უმცროს დას სწორედ ის უვლიდა,შემდეგ ბაბუა. ბავშვებს მამა ადრე დაეღუპათ. დედის განცხადებით, ის მამამთილისგან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა, ამ ყველაფერს ვერ გაუძლო, ჯერ ოჯახიდან, შემდეგ კი ქვეყნიდან წავიდა. სურდა, რომ ბავშვებიც მასთან ყოფილიყვნენ, რაც მშობლის უფლების შეზღუდვის გამო ვერ შეძლო.ბებიის გარდაიცვალებისა და უფროსი დის დაოჯახების შემდეგ, გოგონა ბაბუასთან და 18 წლის ძმასთან ერთად იზრდებოდა.დედის განცხადებიდან დგინდება, რომ 23 წლის მამაკაცმა არასრულწლოვანი პირველად ზაფხულში გააუპატიურა, თუმცა, ძალადობის შესახებ ოჯახის წევრებმა დეკემბერში გაიგეს,მაშინ, როდესაც ძალადობა მეორედ მოხდა. ,,მისი დედ-მამა ტყუილად აფარებს ხელს.სანამ ბავშვი დაიღუპებოდა, წინა დღით მელაპარაკა, ვამზადებდი საბუთებს, რომ თურქეთში წამეყვანა, ბედნიერი იყო ბავშვი, შენთან წამოვალ და ერთად ვიქნებითო, უხაროდა, მაგრამ მეორე დღეს რა მოხდა, ეს რატომ გააკეთა, არ ვიცი”, – აცხადებს გარდაცვლილი გოგონას დედა.

დედა ასევე გამოემხაურა მეზობლების განცხადებას,იმის შესახებ,რომ გოგონას სახლში ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მას შემდეგ,რაც ძალადობის ფაქტი შეიტყვეს,ამასთან დაკავშირებით მშობელმა განაცხადა,რომ მას ფიზიკურად ბიძები გაუსწროდნენ და ამის კვალი ბავშვს ღიად აღენიშნებოდა,რასაც ექსპერტიზაც ადასტურებს.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში გოგონას ბაბუა ყვება, რომ შვილიშვილის გაუპატიურების შესახებ 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში შეიტყო, რის შემდეგაც პოლიციას მიმართეს: „ორჯერ ჰქონია ჩვენს ბავშვთან კავშირი. ცოლად შერთვას ჰპირდებოდა და მოატყუა. ალბათ, ემუქრებოდა, თუ სადმე იტყვი, სახელიც გაგიტყდება და არც გაპატიებო“.გოგონას ბაბუამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა ასეთი რამ,რომ გოგონამ თვითმკვლელობით თავისი,,დანაშაული” გამოისყიდა,რასაც მოგვიანებით მოქალაქეების მწვავე რეაქცია და კრიტიკა მოჰყვა.






შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 2020 წლის 10 დეკემბერს დაიწყო, სისხლისსამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.გოგონასა და მისი ბაბუის გამოკითხვის შემდეგ, პოლიციაში დაიბარეს მათ მიერ ჩვენებებში მითითებული პირიც. მამაკაცმა განაცხადა, რომ გამოძიებას ჩვენებას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემდა, რისი უფლებაც მას კანონით ჰქონდა. ამის შემდეგ მამაკაცი პოლიციაში აღარ დაუბარებიათ.

ამა წლის 15 თებერვალს,შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის ოჯახის წევრი – 1945 წელს დაბადებული ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა. 2006 წელს დაბადებულმა მოზარდმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა.

ოჯახური ნიშნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ მუქარის დაოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.ამ თემასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ, 1997 წელს დაბადებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





2018-2019 წლებში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეების მესამედზე გამოძიება შეწყდა.იგივე პერიოდში სექსუალური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 317 არასრულწლოვანს. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე თითო რეგიონში მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი მუშაობს, რაც მეტად შეუძლებელს ხდის ყველა შემთხვევაზე დროულ და სათანადო რეაგირებას.


მომხდარზე განცხადება სახალხო დამცველმაც გააკეთა.ობმუდსმენის თქმით, სახალხოდამცველის აპარატი ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის საქმეზე თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს, შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირების მიმართულებით შეისწავლის.




საქმეს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი,რომელმაც განაცხადა: ,,14 წლის გოგოს თვითმკვლელობა ტრაგედიაა! ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირბელესად ქალისთვის, მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელიანებისმიერი ხასიათის ძალადობა! დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კი, უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!”.





ბავშვთა უფლებების დამცველები ფიქრობენ, რომ ოფიციალური სტატისტიკა ვერ ასახავს საქართველოში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სრულ სურათს, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე დამალული დანაშაულია და უმრავლესობას ამბის გამჟღავნება უჭირს.


სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით თითქმის ყოველდღე, ერთი ბავშვი ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.მაგალითად,ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის სააგენტოში განაცხადეს, რომ 2018 წელს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 70 შემთხვევა აღირიცხა. მათგან ნახევარი – დადასტურდა.



ინფოგრაფიკა 2016-2018 წლებში არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის მაჩვენებლების შესახებ


გამოძიება გრძელდება,საქმეში ახალი ფაქტები და ფიგურატები იკვეთება,რომელთა მხრიდანაც გოგონა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას განიცდიდა.ოჯახური ნიშნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ მუქარის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლისმე-2 ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.




ავტორი:ნინო ლომიძე

26 views0 comments

Comentários


bottom of page