ალბათ, არც ერთ მდინარეს არ ააქვს იმდენი სახელი, რამდენიც ამაზონს: დედამიწის ფილტვები, მდინარერბის დედოფალი, ბუნების საოცრება - და ყველა მათგანი სიმართლეს შეესაბამება. დედამიწის ეკოსისტემაში ამაზონის ტყეებს უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს. ის მსოფლიოში ყველაზე დიდია და ცხრა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვრცელდება.
დავუბრუნდეთ უშუალოდ სათაურის არსს.
რატომ არის მნიშვნელოვანი დედამიწის ფილტვების საკუთარივით მოფრთხილება?
ზოგადად ცნობილია, რომ დედამიწის ზედაპირზე არსებული ტყე ყოველწლიურად გამოყოფს 55.5 მილიონ ტონა ჟანგბადს.
რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ?
საიდუმლო არავისთვის არის, რომ ხსენებული უდიდესი ტროპიკული ტყე უზარმაზარი წნეხის ქვეშ არის და უახლოვდება ეკოლოგიურ გარდამტეხ მომენტს, რომლის იქითაც კოლაფსი გარდაუვალია.... თუმცა აღმოჩნდა, რომ სიტუაცია იმაზე უარესად არის, ვიდრე წარმოგვედგინა.
როგორ გამოიყურებიან ცალკეული კვლევები?
უახლოესი კვლევის მიხედვით, ამაზონის სასტიკი მომავალი ძირითადად მისი ულმობელი ჩეხვით არის განპირობებული. შედეგების მიხედვით, ხანძრების, გვალვებისა და მიწის მოსუფთავების (ჩეხვის) გამო, ამაზონის ტყე ატმოსფეროში იმაზე მეტი სათბურის აირებს გამოყოფს, ვიდრე მცენარეებსა და ნიადაგში ინახავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ამაზონი დედამიწის ატმოსფეროს კი არ აგრილებს, არამედ ათბობს. ეს კვლევა იმით არის გამორჩეული, რომ წინა კვლევებისგან განსხვავებით, დაითვალა კლიმატის გამათბობელი აირების ციკლი ამაზონის აუზსა და იქიდან ატმოსფეროში.
რა ბედი ელის ამაზონის ტყეებს უახლოეს მომავალში?
ამაზონის აუზის ეკოლოგიური და კლიმატური კვლევები დიდწილად ფოკუსირებულია ამ ტყის მიერ CO2 -ის პირდაპირ ათვისებასა და შენახვაზე. ამაზონში ტყის დანაკარგები იმდენად მასშტაბურია, რომ ზოგიერთი მეცნიერის შეფასებით, უკვე 2035 წლისთვის, ნახშირბადის შენახვის ნაცვლად, ეს ტროპიკული ტყე ნახშირბადის წყაროდ გადაიქცევა. მეცნიერები ასევე შიშობენ, რომ მიწის მოსუფთავების მიზნით ტყის არარეგალური ჩეხვის მასშტაბური ზრდის გამო, რეგიონი სწრაფად უახლოვდება გარდამტეხ წერტილს, რომლის იქითაც ამაზონი სრულიად სხვანაირ, გაცილებით მშრალ ეკოსისტემად გადაიქცევა.
ქიმიური ასახვები - გასული ათწლეულების განმავლობაში, მეთანისა და აზოტის ოქსიდის გამოყოფა მნიშვნელოვნად გაიზარდა გლობალურად. შედეგად, ცხადად შეგვიძლია შევაფასოთ, რამდენად ზრდის ამაზონში მასშტაბებს ეს ნაკლებად შესწავლილი აირები. ამის შედეგად მკვლევარებმა აჩვენეს, რომ სავარაუდოდ ამაზონი კლიმატის ცვლილებას სინამდვილეში უფრო აუარესებს, რადგან იმაზე მეტ აირებს გამოყოფს, ვიდრე შთანთქავს. ამაზონის აუზის მონაცემების ამ გზით შეფასება აქამდე არასდროს მომხდარა, რადგან ახლა მხედველობაში მიიღეს ტყისა და კლიმატის ურთიერთქმედებათა სრული კრებული.
მკლვევართა ჯგუფი აცნობიერებს მათ შედეგებში გაურკვევლობის დიდ ალბათობას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ამაზონის ზოგიერთი რეგიონის შესახებ მონაცემთა სიმწირით, განსაკუთრებით მდინარეთა დაკლაკნილ სისტემებში, ასევე მხედველობაშია მისაღები ეკოლოგიური მახასიათებლები იმხელა ტყისათვის, რომელიც საკუთარ კლიმატს წარმოქმნის. მიუხედავად ამისა, ამჟამად ხელმისაწვდომ მონაცემთა საფუძველზე მათ მიერ მიღებული თამამი შედეგები ის არის, რომ ამაზონი უფრო მეტ სათბურის აირებს გამოყოფს, ვიდრე ინახავს და შედეგად, დედამიწის ატმოსფეროზე გათბობის ეფექტს ახდენს. ასე რომ ამაზონის დაცვა ახლა უფრო სასწრაფოა, ვიდრე ოდესმე, ეს კი აუცილებლად მოიცავს ტყის ჩეხვის შეჩერებას და ადგილობრივი ხალხისთვის მიწაზე უფლებების აღდგენას....
ავტორი: ქეთი ძნელაძე
Comments