საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დღე და დღე უფრო და უფრო მწვავდება. მმართველი გუნდი და ოპოზიცია თავის პოზიციებს არ თმობენ. პარლამენტის სკამები ცარიელია, ქუჩები კი გადავსებულია საპროტესტო მუხტით გაჟღენთილი მოსახლეობით.
ოპოზიციის 6 პუნქტიან მოთხოვნებში, 2 მოთხოვნა წინა პოზიციებს იკავებს.
- პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება
- ვადამდელი არჩევნების ჩატარება
ქართული ოცნება კი ამ მოთხოვნების შესრულებას არ განიხილავს და ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.
კრისტიან დანიელსონის პირველი ვიზიტი ფიასკოთი დასრულდა. პოლიტიკური აისბერგი არ დნება და კარლ მიშელის პირად წარმომადგენელმაც კი ვერ შეძლო ამ ყინულის დადნობა.
პაუზის, ევროკავშირის და ევროსაბჭოს წარმომადგენლების კომენტარების შემდეგ კრისტიან დანიელსონმა საქართველოში ჩამოსვლა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა მეორედ გადაწყვიტა.
მოლაპარაკებები მთელი დღე გაგრძელდა. აქ დაინახავდით ქართული ოცნების გუნდის ლიდერებს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს. რომელმაც ტრიბუნიდან, ჟურნალისტებს უცვლელი სიტყვებით მიმართა “ ერთადერთი წითელი ხაზი, რომელიც
ქართულ ოცნებას აქვს სამართლიანობის პრინციპია”.
მოლაპარაკებებზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმაც თავისი და სხვა ოპოზიციის წარმომადგენლების პოზიცია დააფიქსირა . “ჩვენ საუბარი მთავარ თემაზე გვქონდა, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ესაა პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემა. ვფიქრობთ, რომ ყველას კარგად ესმის, მათ შორის მედიატორებს, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გარეშე საერთოდ არანაირი სივრცე შეთანხმების არ იარსებებს”.
მოლაპარაკებების და კომენტარების პარალელურად კი გარეთ აქცია-პერფომანსი გაიმართა. აქციის წევრებს პატიმრების ტანსაცმელი ეცვათ, ბანერებზე კი პროტესტის ნიშნად ინგლისურ ენაზე ამ წარწერებს ნახავდით “ Sos “, “ Sold money “ და ა.შ.
მოლაპარაკებები ხვალაც გაგრძელდება. რა კომპრომისებზე წავლენ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელი პუნქტი შესრულდება და გაითვალისწინებს თუ არა ორივე მხარე კრისტიან დანიელსონის რჩევებს ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს...
Comments