top of page
Writer's pictureWeekly Brief

11 წელი სმოლენსკის ტრაგედიიდან

Updated: Apr 21, 2021


სმოლენსკის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა.2010 წლის 10 აპრილს რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან ავიალაინერი ,,ტუ-154" ჩამოვარდა,რომლითაც პოლონეთის სამთავრობო დელეგაცია მგზავრობდა.ისინი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით კატინის ტრაგედიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიემართებოდნენ.ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა ბორტის 96-ივე პირი, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე მარია კაჩინსკი



თბილისში,ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე მდებარე სკვერში განთავსებული ლეხ კაჩინსკის ბიუსტი ამა წლის 10 აპრილს ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ტრაგიკულად გარდაცვლილ პოლონეთის პრეზიდენტს.


წყარო:imedinews.ge




სმოლენსკის ტრაგედიიდან 11 წლისთავს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი საკუთარ Twitter-ზე ასე გამოეხმაურა-,,საქართველოს გმირის,პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მოსაგონებლად".



ავტორი:ნინო ლომიძე


13 views0 comments

Comentarios


bottom of page