22 წლის ლიკა მიმდინარე წელს გახდა პირველი ტრანსგენდერი ქალი,რომლის სქესიც საქართველოს სახელმწიფომ სამართლებრივად აღიარა. ლიკას შემთხვევა განსაკუთრებულია, რადგან განაცხადი გენდერის მარკერის შეცვლაზე იუსტიციის სამინისტრომ მისთვის მოულოდნელი სიმარტივით დააკმაყოფილა . ქალს სქესის შეცვლის ოპერაცია აქვს გაკეთებული და ვერ მოიძებნა კანონი, რომელიც მას გენდერის მარკერის შეცვლას აუკრძალავდა.
ტრანსგენდერ ადამიანთა მდგომარეობა საქართველოში საკმაოდ მძიმეა და ისინი განგრძობით დისკრიმიანციასა და მარგინალიზაციას განიცდიან საზოგადოებისა და საჯარო თუ კერძო სერვისის მიმწოდებელი ინსტიტუციების მხრიდან, რაც მათ გარიყულობას კიდევ უფრო აღრმავებს და სოციალური მოწყვლადობასა და პოლიტიკური იზოლაციას იწვევს. სოციალური წნეხის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორი ტრანსგენდერი ადამიანებისთვის გენდერის სამართლებრივი აღიარების გართულებული და რეპრესიული პოლიტიკაა.
მაინც რას ცვლის აღიარება?
დღევანდელ სამყაროშიც კი,როცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი გმობს ჰომოფიბიასა და დისკრიმინაციის ყველა სახის გამოვლინებას, მაქსიმუმი,რასაც ტრანსგენდერმა ადამიანებმა შეიძლება მიაღწიონ - სახელის შეცვლა. რთული წარმოსადგენია, გამოიყურებოდე,როგორც მამაკაცი და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში გეწეროს- ,,ქალი’’. ანდაც, იყო ტრანსგენდერი ქალი და აეროპორტში მამაკაცები გჩხრეკდნენ. უფრო მასშტაბურ დონეზე, გენდერის მარკერის ცვლილებით, ტრანსგენდერ ქალებსა და კაცებს აქვთ უფლება სასურველ ადამიანზე იქორწნინონ.
როცა სახელმწიფო სქესის შეცვლას გაიძულებს:
ის ფაქტი,რომ სახელმწიფო მხოლოდ სქესის შეცვლის შემდეგ აღიარებს ტრანსგენდერებს სრულუფლებიან ქალებად ან კაცებად, თავისთავად დისკრიმინაციულია,რადგან უხეში ჩარევაა ადამიანის პირად სივრცეში.
რეპროდუქციული ორგანოს შეცვლა საკმაოდ რთული ოპერაციაა და დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ბევრ ადამიანს არ შეუძლია მსგავსი თანხების გაღება თუნდაც ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დეტალში. გარდა ამისა, ადამიანს აქვს უფლება იყოს ისეთი,როგორიც ბუნებამ შექმნა. არ შეიძლება, მუდმივად კანონს ვარგებდეთ ჩვენს ჯანმრთელობასა და სურვულებს.
თუ ადამიანი თავს გრძნობს ქალად ან, ტრანსმამაკაცების შემთხვევაში, კაცად და საზოგადოებაში აქვს ასეთი პოზიცია, მას უნდა შეეძლოს ამ ჩანაწერის შეცვლა ოპერაციის გარეშე. თუმცა, რა თქმა უნდა, მარტივად ვერ მოხდება ყველა მსურველმა ასე ცვალოს სქესის გრაფა.ცხადია , სახელმწიფოსთვის ეს პრობლემურია, თუმცა არ უნდა იყოს საჭირო ასეთი რადიკალური ზომების მიღება.
ნელი ნაბიჯებით გამარჯვებისკენ:
დღეს სტრასბურგის სასამართლოში ორი ტრანსგენდერი მამაკაცის საქმე განიხილება. ისინი ინდივიდუალური მიდგომით მოითხოვენ, სასამართლომ მათი გენდერი აღიაროს. ლიკას შემთხვევამ ქვეყანაში მოვლენები, ამ კუთხით, დადებითად უნდა დაძრას. სტრასბურგის გადაწყვეტილებამ, ფაქტობრივად, უნდა დაგმოს ის პრაქტიკა, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაადასტურა, და უფრო ფართე ცვლილება მოიტანოს. სტრასბურგმა ე.წ. ფრანგულ საქმეზე #APGarçonandNicotvFrance გამოიტანა დასკვნა, რომელიც გვამცნობს, რომ გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის რეპროდუქციული ორგანოების ქირურგიული ოპერაციის მოთხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევაა.
ჩვენს ქვეყანაში კი აქამდე არ არსებობდა კანონი,რომლითაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა შესაძლებელი.
ქრისტინა კვაჭანტირაძე
Comments