top of page
Writer's pictureAna Mosidze

Raver-სიტყვა, რომელიც წინასწარ განწყობას გვიქმნის

Updated: Apr 22, 2021


#Rave- პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ვთარგმნოთ ბოდვასა და უაზრობას ნიშნავს, თუმცა #Raver-გულმხურვალე მხარდამჭერი და გულშემატკივარია. სწორედ ამ ორი თარგმანის შესაფერისი შეფასებები შეიძლება მოვისმინოთ #რეივერების მიმართ. ნაწილი ფიქრობს, რომ უაზროები და ათასი ცუდის მიმდევრები არიან ელექტრონული მუსიკის მოყვარული ხალხი, ხოლო მეორე ნაწილი, ის, ვინც თავადაც რეივერია ან აანალიზებს ამ ადამიანების შინაგან სამყაროს, თვლის, რომ ისინი ამ მუსიკალური მიმდინარეობის "კაიფს იჭერენ" და ამით გადმოსცემენ საკუთარ ემოციებს.


 

დღესდღეობით საქართველოში ბევრია ელექტრონული მუსიკის მოყვარული ხალხი, ამაზე მეტყველებს ღამის კლუბების სიმრავლე და ხალხის აქტიურობა. "ბასიანი", "ხიდი", "მტკვარი", "რეფლექტორი", "გალერი", და კიდევ სხვა უამრავი დაწესებულება აქტიურად მუშაობს. ასევე აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ ქართველი DJ-ების საღამოები ეწყობა, არამედ უცხოეთიდანაც იწვევენ მათ. თუმცა მხოლოდ მუსიკოსები კი არა თავად მსმენელებიც კი ჩამოდიან და ქართულ კლუბებსა თუ ფესტივალებს სტუმრობენ.


 

"რეივერი" მხოლოდ მუსიკის მოსასმენად არ დადის კლუბში, რასაც პანდემიის პირობებში მათი უკმაყოფილებიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რადგან #მუსიკის მოსმენა სახლშიც შესაძლებელია. როგორც "საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაციის" მიერ მომზადებულ კვლევაში მონაწილე რეივერი ამბობს-

"რეივერობა შემადგენელია ყველაფრის ერთად და არა ცალკე მარტო "წავედი ვიცეკვე" ან "წავედი დავლიე", ეგ არაა. ყველაფერი ერთად ქმნის რეივს".

ასე ფიქრობს რეივერების უმეტესობა, ეს არის ის #თავისუფლება, რომელიც ცეკვისგან, დალევისგან, უცხო ადამიანთან საუბრისგან და სხვა უამრავი რამისგან, რაც კლუში ხდება, იქმნება.


 

#კლუბში არსებული განწყობა, რომელსაც მხოლოდ #DJ კი არა, ბარმენი, დეკორატორი და სხვა უამრავი ადამიანი ქმნის, ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას ბოლომდე გამოსცენ ის ემოცია, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში განიცდიან, ერთგვარი ფსიქოლოგიური თერაპიაც კი შეიძლება ვუწოდოთ.

გათენებული ღამეები რეივერებს ბევრ საერთოს უტოვებს, ცეკვის სტილითაც კი შეიძლება დაემსგავსნონ ერთმანეთს და ეს ინდივიდუალიზმს კი არ დააკარგვინებს მათ, არამედ ადამიანების დამაკავშირებელი ხიდი ხდება.



საბოლოოდ, რეივერი მხოლოდ კლუბში მოსიარულე ადამიანს კი არა, არამედ თავისუფლებისა და სხვადასხვა დადებითი ემოციით დატვირთულ ადამიანს წარმოადგენს და სულაც არ არის აუცილებელი "ცუდ ტიპებად" შევრაცხოთ ისინი, პირიქით, ვეძებოთ თითოეულ მათგანში პიროვნება, რომელიც უნიკალურია.



Comments


bottom of page